კონკურენციის სააგენტომ „თეთრ კვადრატ ისანს“ “ანაგი დეველოპმენტ 2“-ის 50%-იანი წილის შესყიდვაზე თანხმობა მისცა

კონკურენციის სააგენტომ „თეთრ კვადრატ ისანს“ “ანაგი დეველოპმენტ 2“-ის 50%-იანი წილის შესყიდვაზე თანხმობა მისცა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დეველოპერულ ბაზარზე, „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის და „თეთრი კვადრატი ისანში“ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

ამას გარდა, სააგენტომ თანხმობა გასცა სწრაფი მოხმარების პროდუქტების სექტორში „დიპლომატ ჯორჯიასა“ და “კანტის“კონცენტრაციაზეც.

“ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება „თეთრი კვადრატი ისნის“ მიერ „ანაგისგან“ „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის 50%-იანი წილის შესყიდვას. კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლის მიზნით, სააგენტომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარი შეაფასა. მიღებული და დამუშავებული მასალის მიხედვით, აღნიშნული ბაზრის მოცულობამ, 2022 წელს, 8 084 435 501 ლარი შეადგინა, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) 61.41-ია, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად HHI 64,14-ია, ხოლო ინდექსის ცვლილება ΔHHI მიხედვით 2,73. სააგენტო გადაწყვეტილებით, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად, შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია”,- წერია სააგენტოს განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე კონცენტრაციას, ეს ეხება „დიპლომატ ჯორჯიას“ მიერ შპს „კანტის“ 75%-იანი წილის შეძენას. სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტისა და საბითუმო ვაჭრობის, ასევე, სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარზე.

“საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტის ბაზარზე, 2022 წელს,  883 კომპანია მოქმედებდა, ბაზრის მოცულობა შეადგენს 368 159 584 ლარს, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი  ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) 250,69-ი ფიქსირდება, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ  HHI 252,32-ია, ხოლო კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება HHI მიხედვით 1,64. საკვები და სასმელი პროდუქტების საბითუმო ვაჭრობის ბაზარზე, 2022 წელს, 1106 კომპანია მოქმედებდა, ბაზრის  მოცულობა შეადგენს 4 562 139 613 ლარს, ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) 213.54-ია, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ,  HHI 232,75. კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება HHI 19.22.

სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარზე, 2022 წელს, 70 კომპანია მოქმედებდა, ბაზრის მოცულობა  შეადგენს 5 508 465 832 ლარს, HHI-ის მიხედვით 479.49-ია, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ  HHI 498.39. კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება HHI – 18.90.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ მიერ შპს „კანტის“წილის შეძენით განხორციელებული კონცენტრაცია, კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია”,- აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტოს მიერ გაცემული კონცენტრაცია არ ნიშნავს, კომპანიებს შორის წილების შესყიდვის/გასხვისების შესახებ შეთანხმების მიღწევას.

მსგავსი სიახლეები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის –…
რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა – TBC Capital-ის პუბლიკაცია

რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო…

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის…
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა,…